მხიარული სტარტები
პროექტის მთავარი იდეა: 100 მ–იანი დისტანციის დაფარვის შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საშუალო სიჩქარის გამოთვლა, შეძლოს მათი გადაყვანა სხვა ერთეულებში.
პროექტის აქტუალობა: ბავშვებს განუვითარდეთ შეჯიბრობითობის უნარი, გაანალიზონ თუ რა დამოკიდებულებაა სხვადასხვა ერთეულებს შორის.
პროექტის მიზანი: გამოიანგარიშონ და გაიგონ თუ რა დროში დაფარავენ მოცემულ დისტანციას. გაიგონ თუ რა დამოკიდებულებაა განვლილ მანძილსა და დროს შორის, გამოუმუშავდეთ დაკვირვების უნარ ჩვევები. შეძლონ სიჩქარის ერთეულებს შორის თანაფარდობის დადგენა, გაანგარიშება.
პროექტის მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 დღე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე შეძლებს საშუალო სიჩქარის გაანგარიშებას, განსაზღვრავს სიჩქარის ერთეულებს შორის დამოკიდებულებას. შეიქმნება ცხრილი სადაც შეტანილი იქნება თითოეული მოსწავლის შედეგი, აიგება სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი.
შედეგი თვალსაჩინოა თუ: მოსწავლე აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეს შეუძლია სიჩარის, განვლილი მანძილის და დროის გამოთვლა.
ადგენს თანაფარდობებს სიჩქარის ერტეულებს შორის.
აგებს სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკს.
საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო ავტორები: გოგიშვილი; ვეფხვაძე;
წამზომი, კალკულატორი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, მოსწავლის რვეული.
პროექტის მსვლელობა: აქტივობა I-გონებრივი იერიში ვინ რა დროში შეძლებს
მოცემული დისტანციის დაფარვას?
აქტივობა II-ვაცნობ მოსწავლეებს წამზომით სარგებლობას.
აქტივობა III-შედარება. თითოეული მოსწავლე ამოწმებს თავის ცდომილებას, (ადარებენ ვარაუდს გაზომილ შედეგთან)
აქტივობა IV-ფორმულის საშუალებით სიჩარის გამოთვლა.
აქტივობა V -შეჯამება , შეფასება.
საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზიკა, სპორტი.
მათ. XI. 3 მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკულისაქმიანობიდან მიმდინარე პრობლემის გადწყვეტა.
პროექტის ხელმძღვანელი: ჟენია დათუნაშვილი
ხელმძღვანლის ელ. ფოსტა: janadatunashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий